LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი სეტყვა კახეთში – დასეტყვილია ოთხი მუნიციპალიტეტი

კახეთი მეორე დღეა ძლიერ სტიქიას ებრძვის. სეტყვამ ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დააზიანა.

დასეტყვილია გურჯაანიის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

კაჭრეთი, ქოდალო, არაშენდა, ხაშმი, პატარძეული, ბაისუბანი-ეს მხოლოდ რამდენიმე სოფელია იმ ვრცელი ჩამონათვალიდან, რომელიც დღეს სტიქიის ზონაა.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.