LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე – ისრაელში 44 ადამიანი დაიღუპა

„ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა 2 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ისრაელში 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა