“საერთაშორისო ინსტიტუტების გათვლებით, ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი ერთ სიცოცხლეს უდრის”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქმით, საქართველოში ყოველდღიურად 1500-1700 ადამიანი იკეთებს აცრას, რაც ვირუსის დასამარცხებლად საკმარისი არ არის.
„გაანგარიშებებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე იმიტომ, რომ ის 300 ადამიანი რომ არ აგეცრა, 300-დან ერთი აუცილებლად მოკვდებოდა. ყოველდღიურად 5-6 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, რომ ისრაელის ტემპები ავიღოთ. დღევანდელი აცრების რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს,-განაცხადა ცერცვაძემ.
