პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქრისტე აღდგა! მივულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და თანამოსაყდრე შიოს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“-წერს თალაკვაძე.

