LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ქალაქ ყუმში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

ირანის ქალაქ ყუმში ქიმიური ქარხანა აფეთქდა. ირანული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მინიმუმ ორი მეხანძრე დაშავდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა მუშაობს. მოხდა ქარხნის ნაწილის ევაკუაციაც.