LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 595

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 595, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 752 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 904, „პისიარ“ ტესტით – 7 848.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან:  თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, იმერეთში – 84, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 45, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლი – 31, გურიაში – 19, სამცხე-ჯავახეთში – რვა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 4,99%, ბოლო 7 დღის – 5,47%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 293 052 გამოჯანმრთელდა, 4 151 კი, გარდაიცვალა.