LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპორტაციაზე მაქვს ეჭვი, აქ ცოტა ჭირს საბუთები. შეიძლება პოლიციამ დაიჭირა და დეპორტზე გაუშვა: პოლონეთში დაკარგული მოქალაქის ცოლი

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის, პაატა ჩიქობავას ცოლი აცხადებს, რომ ის მეუღლის ქვეყნიდან გაძევებას (დეპორტაციას) არ გამორიცხავს. მისი თქმით, ჩიქობავას დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლონეთის პოლიციას უკვე აცნობა და იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყნიდან გააძევეს ოჯახს შეატყობინებენ.

“19 რიცხვის მერე არ ჩანს. ტაქსზე მუშაობდა, ჩვენ სხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა. ჩვენთან იყო ჩამოსული, გვინახულა და წავიდა, 5 წუთით იყო მარტო გაჩერებული. მეორე დღეს მოვიკითხეთ, სახლში იყო. 20 რიცხვის მერე ჩვენ არ დავკავშირებივართ, სახლიდან გავიდა 22 რიცხვში და იმის შემდეგ არ ჩანს.

დღეს მივმართეთ პოლიციას. გვითხრეს, თუ დეპორტაცია არის დაგიკავშირდებითო, თუ არადა ძებნას განვაგრძობთო. დეპორტაციაზე მაქვს ეჭვი, აქ ცოტა ჭირს საბუთები. შეიძლება პოლიციამ დაიჭირა და დეპორტზე გაუშვა,” – ამბობს ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას  ჩიქობავას ცოლი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. დაკარგულის ახლობლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, პაატა ჩიქობავა პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული და ქალაქ პოზნანში ცხოვრობდა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ჩიქობავას უთანხმოება და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – 50 წლამდე მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა