LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმნილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის არსბობა პანდემიას 100%-ით დაასრულებს.

ასე გამოეხმაურა ცერცვაძე pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღდეგო მედიკამენტი მზად იქნება.

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ყველაზე იმედის მომცემი ატლანტაში შექმნილი მედიკამენტია, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის.

„პფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და ტაბლეტური, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის.

ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის.

თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს პფაიზერის გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმნილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის.

ის ტაბლეტირებული ის ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, ხოლო თვითონ ის სიცოცხლის უუნაროა.

შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად.”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.