3 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისში არსებული სასაფლაოები აკურთხა.
საფლავები იკურთხა ეპარქიებშიც. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია.
“სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
