LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე: „ბევრ რამეს ვნანობ, განსაკუთრებით იმას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება რაც იყო – ბევრი შვილი და დიდი ოჯახი, ვერ ავისრულე…“

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმ დიდი ოცნების შესახებ, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა და სამწუხაროდ, ვერ აისრულა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნანობს ყველაზე მეტად, მაკა ასე პასუხობს:

– ბევრ რამეს ვნანობ, განსაკუთრებით იმას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება რაც იყო – ბევრი შვილი და დიდი ოჯახი, ვერ ავისრულე. ჩემს ბრძოლებში და აქეთ-იქით სიარულში დრო ისე გავიდა, რომ დღეს არ მაქვს დიდი ოჯახი და არ მყავს შვილები. ეს ისეთი სინანულია, რომელსაც სამწუხაროდ, ვერასოდეს გამოვასწორებ…

– მარტოობის განცდა…

– ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის მეც, მაგრამ რომ გითხრათ, მარტოობით ვიტანჯები და ვითრგუნები-მეთქი, არა. მიჩვეული ვარ და არ მაქვს ამის პრობლემა.