LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული მოდის, მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს და ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება: გამყრელიძე

“მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება,” -დამაიმედებელ პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აკეთებს და ასევე აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. 

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 პროცენტს ინფექცია გადატანილი აქვს და გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი უკვე შეიქმნა:

“ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისნი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი და წამლები. არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000, 3 000 და 4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ალბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას.

ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია, რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა არის აცრილი.” – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო. მოგვიანებით ვაქცინაციის პროცესში “ფაიზერის” ვაქცინა ჩაერთო. დღეიდან კი ქვეყანაში “სინოფარმით” ვაქცინაციაც დაიწყო.

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” პირდაპირ ეთერში აიცრა