ნინო კემულარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც კოვიდი დაუდასტურდა:
„თუ გიყვართ ექსტრიმი და ცხოვრობთ საქართველოში, თქვენ “გაგიმართლათ”❗ ??
მას შემდეგ, რაც გავხდი კოვიდ დადებითი, გამოვიჩინე ასე ნაკოწიწები ჩემი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ გადავედი სრული იზოლაციის რეჟიმში, ველოდებოდი, თუ როდის დამიკავშირდებოდნენ კომპეტენტური პირები და გავივლიდი სრულფასოვან კონსულტაციას ყველა დეტალზე.
პირველი ზარი, რომელმაც არ დააყოვნა, მიზნად ისახავდა ჩემი და ყველა ჩემთან არსებული კონტაქტის სრულ, დეტალურ აღწერას.
მეორე დღეს დამიკავშირდნენ ისევ და მთხოვეს სანდროსთან, ანისთან ან დავით ლოგუასთან გასაუბრება.
სანდრო 1 წლისაა, დიდად ვერ გაარკვევდა დეტალებში და დათოს გადავეცი ტელეფონი ?
გადავედი ისევ მოლოდინის რეჟიმში და ველოდები ექიმის ზარს. ეს დრო ისე გაიწელა, როგორც მეგრული ელარჯი ??
რახან ვფლობდი ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მომეძიებინა ჩემი უბნის ექიმი ambulatoria.ge -ზე, გადავწყვიტე, დისტანციური კონტაქტი დამემყარებინა ექიმთან, რომელიც ჰაერივით მჭირდებოდა და ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. ?
მოკლედ, ექიმის ნომერი რომ ვნახე საიტზე, მეგონა, ლატარიაში მოვიგე მილიონი ???
☝️ვრეკავ…
-ალო!
მამაკაცის გოროზმა ხმამ შემაცბუნა, რადგან საიტზე ყველა მითითებული ექიმი მდედრობითი სქესის იყო?♀️
დიალოგი?
-უკაცრავად, ვის ვესაუბრები?
-თქვენ არ იცით, სად რეკავთ?
-დაახლოებით ვიცი ?თქვენი ნომერი იყო მითითებული საიტზე და ოჯახის ექიმის კონსულტაცია მჭირდება კოვიდთან დაკავშირებით..
-იცით? მე არ ვარ ოჯახის ექიმი!
მე ვარ პოლიკლინიკის დირექტორი და ჩემმა ექიმებმა უარი განაცხადეს კონსულტაციებზე, რადგან მათ ხელფასები არ დაურიგეს!
-უი, რას ბრძანებთ⁉️
-დიახ!
…….
და ამენთო წითელი ⛔?♀️?
შეფასება თქვენთვის მომინდია.?♀️
არაფერს ვერჩი ექიმებს, პირიქით, ისედაც სამოწყალო ხელფასზე უწევთ 9 კლინიკაში ერთდროულად სირბილი?
აი, ამ მთავრობის მიერ კი, რამის ეფექტურ მართვაზე საუბარიც ზედმეტია“.
