საქართველოს მოქალაქე, პაატა ჩიქობავა, რომელსაც ოჯახი პოლონეთში თითქმის ორი კვირა ეძებდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“არსებული ინფორმაციით, ჩიქობავა დაკავებულია კანონდარღვევაზე, სხვა პერსონალურ ინფორმაციას, ვერ გავცემთ,” – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პაატა ჩიქობავას ცოლის, ირინა შამუგიას განცხადებით, მან ეს ინფორმაცია დაზუსტებით ჯერჯერობით არ იცის, რადგან ოჯახს პოლონელი სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები ოფიციალურად არ დაკავშირებიან. მისივე თქმით, შესაძლო დაკავების შესახებ მხოლოდ ქმრის მეგობრისგან გაიგო.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგულის ახლობლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, პაატა ჩიქობავა პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული და ქალაქ პოზნანში ცხოვრობდა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ჩიქობავას უთანხმოება და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – 50 წლამდე მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა
