LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება.

შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის გერმანიის დელეგაციასთან გაიმართება.

საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება, რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს, რომ ქვეყანა მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გერმანიის და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაა.

შეხვედრები უკვე დაწყებულია და პირველი მოლაპარაკებები, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იმართება.