LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს: პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის.

“ჯერჯერობით ისევ მატებაში ვართ, ერთი პლუსი ის არის, რომ ეს მატება ნახტომისებური არ არის და გაორმაგებები ყოველ მეორე კვირას არ გვაქვს, როგორც შარშან ნოემბერში გვქონდა. მაისის პირველი ნახევარი ასე თუ გავიარეთ, შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად, ნორმალურად შევხვდებით.

ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ქვეყანაში 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა