ავტოშეჯვარებები სიახლე ნამდვილად არ არის და ისტორიაში არაერთი წარმატებული თუ წარუმატებელ შემთხვევასთან გვქონია საქმე. დაახლოებით ორი წლის წინ მერსედესისა და პორშეს გენებით შერეული ავტომობილი აუქციონზე გაიყიდა.
ეს არის ექსკლუზიური მოდელი, რომელიც 1993 წელს გამოუშვეს. მიუხედავად იმისა რომ ის დიდ ბრიტანეთში ააწყეს, საჭე მაინც მარცხნივ აქვს.
იგი ლეგენდარულ მსახიობ როუენ ატკინსოს ეკუთვნოდა და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მანქანაა.
ამ საკოლექციო ნიმუშის შემუშავება მაშინ ,,პორშემ” აიღო თავის თავზე. სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 80-იანი წლების მიწურულს არც ისე დატვირთული იყო და ცუფენჰაუზენში ამ საქმეს ხელი სიამოვნებით მოჰკიდეს.
500 SL-ის 326-ცხენისძალიანი V8 ძრავა და სავალი ნაწილი მათ საშუალო კლასში დიდი მონდომებით გადაიტანეს. მანქანა ერთი შეხედვით მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ სასწაულად მძლავრი იყო. 500 E საუკეთესო “პორშეა”, რომელსაც ოდესმე “მერსედესის” ლოგო ჰქონია. მისი შესაძლებლობები დღევანდელ რეალობაშიც კი შთამბეჭდავია.


