“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი პოლიტიკოს, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა თქვა, რომ ამნისტიის პროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცდილობს პროცესები ჩიხში შეიყვანოს.
ვოლსკის თქმით, სამადაშვილი ცდილობს, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს. “ესე არ გამოვა – ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი, ან “ნაცმოძრაობის” წინაშე, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი შეფასებით, სამადაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” ჩამოშორდა, თუმცა, ვოლსკის სიტყვებით, ახლა მისი ბრალდებები პოლიტიკურ თამაშს ჰგავს.
“კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ მოღალატედ შერაცხა იმ ჯგუფმა, ვისაც ჩამოსცილდა. ვფიქრობ, მან საკმაოდ სწორი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
ახლა ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ესე არ გამოვა, ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი ან “ნაცმოძრაობის” წინაშე. ეს არჩევანია ყველას წინაშე, ვინც შალვა ნათელაშვილის ეზოში იკრიბებოდა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
