LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ჩემმა უგონოდ შეყვარებულმა ინგლისელმა ქართველმა მეგობარმა დამიწერა ახალი სიმღერის ტექსტი…“

ლაშა ღლონტის ახალი სიმღერის პრემიერა „პოსტივის“ ეთერში შედგა. როგორც „ალილოს“ წევრი აღნიშნავს, ამ სიმღერისთვის ტექსტი ინგლისში მცხოვრებმა ქართველმა დაუწერა.

ლაშა ღლონტი:

„ჩემმა უგონოდ შეყვარებულმა ინგლისელმა ქართველმა მეგობარმა დაწერა ტექსტი და სახელდახელოდ ნატო თოთიბაძემ გამოაცხო სიმღერა, „დილა, რომელიც უშენოდ დგება”.

გაუმარჯოს სიყვარულს!!! ბედნიერები იყავით!!!

ლონდონი & ბათუმი“.