LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვემუქრება თუ არა წიწიბურას დეფიციტი – სამინისტრო განმარტებას აკეთებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მითუმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა,“- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.