LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Placebo ახალ ალბომს გამოუშვებს

ბრიტანულმა ჯგუფმა Placebo ახალი, რიგით მე-8 ალბომი დააანონსა. ბენდმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ  სიმღერებზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის დღის სინათლეს მალე იხილავს.

„მომავალ, რიგით მერვე ალბომზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის გამოსაცემად მზადაა. ყველაფერს ვაკეთებთ ტურნეს დასაგეგმად. კიდევ რა შეიძლება, რომ თქვენთვის გავაკეთოთ? თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია. გისურვებთ მშვიდობასა და სიყვარულს“, – ნათქვამია პოსტში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by OFFICIAL PLACEBO INSTAGRAM. (@placeboworld)

შეგახსენებთ,  ბოლო ალბომი Loud Like Love კოლექტივმა 2013 წელს გაავრცელა. ახალი ნამუშევრის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.