LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 384 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 341, პისიარტესტით – 12 043.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,71 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,71 პროცენტი.

ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 72, შიდა ქართლი – 52, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ცხრა.