LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მაისის პირველ ნახევარში დრამატული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს ნორმალურად შევხვდებით – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

ამასთან, პაატა იმნაძის განმარტებით, თუ მაისის პირველ ნახევარში ვირუსის შემთხვევების დრამატული მატება არ იქნება, იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ზაფხულისთვის გაუმჯობესდება.

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველი ნახევარი თუ ისე განვლეთ, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი გვაქვს, შემდგომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“. – აღნიშნა პაატა იმნაძემ.