ჩინეთის კოსმოსური ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა და დარჩენილი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში, თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა.
როგორც New York Times ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით წერს, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.
ცნობისთვის, ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა. შესაბამისად, არავინ იცოდა, კონკრეტულად რა ადგილას შემოვიდაოდა რაკეტა ატმოსფეროში და გადაურჩებოდა თუ არა ამ პროცესში დაწვას მისი ნარჩენების რაიმე ნაწილი.
