LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიის ფაქტიური ლიდერის სცენარი, რომ ნიკა მელია ციხიდან პოლიტიკურად დაზიანებული გამოსულიყო შედგა: გურამ მაჭარაშვილი

“რამდენი თვის განმავლობაში იწვალა პარტიის ფაქტიურმა ლიდერმა, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოსულიყო როგორც „გმირი“, მაგრამ ეს სცენარი ვერ შედგა, თუმცა შედგა გეგმა, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკურად დაზიანებული უნდა გამოსულიყო და ეს ასეც მოხდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გირაო სამართლიანი და კანონიერი რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია ამას ევროკავშირი არ გადაიხდიდა.

გურამ მაჭარშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ მას და მისი პარტიის წევრებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, გააგრძელებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.

მელია თუ წამოვა ენმ-დან და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, მაგარი იქნება – გიორგი ვაშაძე

შეგახსენებთ, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდეგ ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით ან კრიმინალი დაიხსნა, ან პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ძალიან სერიოზული საფრთხე ვიქნები ამ ხელისუფლებისთვის: ნიკა მელია