LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის – ოხანაშვილი გახარიაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას ნებისყოფას უწუნებს. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ ცალ კარში თამაში არ უყვარს, ამიტომ ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას ელოდება.

თუმცა, ამასთანავე ამბობს,რომ “მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის”.

“ფაქტია ის, რომ როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა – ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები“, – განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ „გახარიას გუნდს“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს და ვერც შექმნიან”- განაცხადა ოხანაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.