LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლოდინის რეჟიმში ვარ – გუბაზ სანიკიძე პარლამენტში შესვლაზე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

„ნიკა მელია ღირსეულად გამოვიდა საპატიმროდან, მოგებული მორალურად და პოლიტიკურადაც. პარლამენტში შესვლა/არ შესვლის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით მოვიქცევი. თუ შევდივართ, მერე რას ვაკეთებთ, ან თუ გარეთ ვრჩებით, რას ვაკეთებთ? – ჩემთვის მთავარი ეს არის და არა ის გადაწყვეტილება, შევდივართ, თუ არა პარლამენტში“. – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის იდევ რამდენიმე წევრი კიევში მიხეილ სააკაშვილტან შესახვედრად გაემგზარა.

ორწელიწადნახევარია არ მინახავს და არც მას ვუნახივარ – მელია სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

მივმართავ მათ, ვისაც პოლიტიკური ფაღარათები აქვს: ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე