რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც აშკარა დასტურია იმის, თუ როგორ ჰგავს დედას მისი ქალიშვილი ოლივია.
თუმცა სოციალურ ქსელში არიან ისეთებიც, ვინც პატარა ოლივიას მამას უფრო ამსგავსებენ.
ფოტო, ვიდეო: “ჩემი მეუღლის ოცნება…” – ქეთა თოფურია ლევ დენგოვთან ერთად მალდივებზე ისვენებს
ცოტა ხნის წინ „ა სტუდიოს“ სოლისტ მეორე შვილი შეეძინა, ლევ დენგოვს და ქეთას 21 იანვარს ვაჟი – ადამი ეყოლათ.
ქეთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ოლივია, რომელიც დედას კონცერტებზე ხშირად დაჰყვება. მისი ოფიციალური ინსტაგრამგვერდიც აქვს. ცოტა ხნის წინ ოლივიას ფოტოსესია ჰქონდა.
“ჩემო გოგონა, როგორ სწრაფად იზრდები“.- წერს ქეთა ინსტაგრამზე და მადლობას უხდის ფოტოგრაფს, რომელმაც მოახერხა და ოლივიას რამდენიმე კადრი დაიჭირა.
„ის ერთი წამით არ ჩერება, ვერც ვხვდები, როგორ მოახერხე რამდენიმე კადრის გადაღება“, – წერს ქეთა.
ქეთას რუსი თაყვანისმცემლები ოლივიას ფოტომოდელობას უწინასწარმეტყველებენ.


