LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, ნახავთ, რა თუხთუხი იქნება პარლამენტში – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მიიჩნებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, ხოლო ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში ეს უკვე არავის აინტერესებს.

გიროგი ვაშაძის თქმითვე, დღეს საპარლამენტო მექანიზმი მათ ხელშია.

“დამთავრდა კრიზისი, პოლიტიკური. დასრულებულია. ზოგი შემოვა-არ შემოვა, ეს აღარავის აინტერესებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები არის; საარჩევნო რეფორმა მიდის წინ და იცით, რომ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შევთანხმდით; ახლა მართლმსაჯულებას, საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოვკიდოთ ხელი. პარალელურად, საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას იწყებს ოპოზიცია, იმ ინიციატივებისთვის, რაც აწუხებს ხალხს…

თქვენ ნახავთ, პარლამენტის სრულაიდ ახლებურ მუშაობას. აი, ამაზე ვმუშაობ. გამიკეთებია არასტანდარტული მიდგომები ჩემს გუნდთან ერთად და გავაკეთებ. თქვენ ნახავთ, რა თუხთუხი იქნება პარლამენტში და რა მძიმე ვითარება. ის კი არ იქნება, ლანძღვა-გინება”- ამბობს ვაშაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, 20 ოპოზიციონერი შეძლებს ამის გაკეთებას, ვაშაძე ასე პასუხობს:

“აბა რას ვიზამთ, აბა რას ვიზამთ?! ამითუხთუხებია და ავათუხთუხებ კიდეც”,- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა “ტვ პირველის” ეთერში.