LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი და სწორ მიმართულებას მოგცემთ” – გიორგი ღოღობერიძე ახალ კამპანიას აანონსებს

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში იმ დადებითი გამოხმაურების შესახებ წერს, რომელსაც მას მანქანის დაზიანების შემდეგ, სრულიად უცნობი ადამიანები სთავაზობენ.

როგორც ექიმი წერს, ამან ახალი კამპანიის წამოწყება გადააწყვეტინა.

“რაც წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან-მოგიყვან უფასოდ, ზოგმა ჩემს მოპედს გათხოვებ, ზოგმაც- ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენხანსაც გინდოდესო.

არ ვიცი… რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.სიკეთე სიკეთეს იწვევს … ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით. ეს სანამ კლინიკა გაიხსენება და მერე, დანარჩენიც”- წერს გიორგი ღოღობერიძე.