LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან Provax.ge-ზე ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი

ვებგვერდ Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში „კოვიდ-19“-ზე ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.