თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ადგილზე არსებულ ავეჯის საწყობს გაუჩნდა.
