LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიის ხელყოფის მცდელობებს.

მისივე თქმით როცა ქვეყანა ძლიერდება, მისი ოპონენტები დაუყოვნებლივ პოულობენ მიზეზებს, რომ შეეცადონ შეზღუდონ მისი განვითარება. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის საორგანიზაციო კომიტეტის „გამარჯვების“ ვირტუალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ – ვინც აპირებს ამის გაკეთებას, რომ ყველას კბილებს ჩავულეწავთ ისე, რომ მათ კბენა ვერ შეძლონ“, – აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტთაშორისი ბლოკი „ავანგარდი“ აქვს.