საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, კომისიის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია შემგომი პროცესებისთვის.
“საგამოძიებო კომისიის მუშაობა ფორმალური არ უნდა იყოს, მასში ოპოზიციის მუშაობაცაა საჭირო.
ეს ინიციატივა წამოვიდა ხანგრძლივი კონსულტაციებისა და დისკუსიების შემდეგ. ამ კომისიის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია შემგომი პროცესებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
