LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დედაქალაქის პარალიზებას აპირებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის საბა კვანტრიშვილის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა, მერიასთან შეთანხმებულია.

„დიახ, ეს შეთანხმებულია მერიასთან. დაახლოებით, 50-მდე კარავი იქნება, შეიძლება, მოემატოს. მერიასთან შეთანხმებულია პროტესტის მსგავსი ფორმა“, – დასძინა საბა კვანტრიშვილმა.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი