ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, “თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში.”
“ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში. ეს იყო არასწორი ნაბიჯი და აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია.”-განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აქცია დაფინანსებულია, რის უკანაც კომერციული ან პოლიტიკური მიზნები უნდა იდგეს.
„ჩვენ ვიცით, რომ (აქცია) არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით. მაგ კითხვას ალბათ მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც დღეში ათობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. როდესაც ასეთი ტიპის პროტესტია, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაციით, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
