LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალებს” უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა, ცუდი და უარესი – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალებს“ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ენმ-ს ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

„ეს არის მარტივი პოლიტიკური ტრიუკი, რაც გასაგებია. „ნაციონალებს“ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან მათ დაინახეს, რომ ორი ალტერნატივა აქვთ – მათთვის ერთი არის ცუდი და მეორე უარესი. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მთელი ამ ხმის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. მათთვის უარესია არშემოსვლა, რადგან ყველაფერს კარგავენ. ცუდსა და უარესს შორის, მათთვის ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ. დანარჩენი პიარული, სუსტი გაფორმებაა იმ გადაწყვეტილების, რაც უკვე მიღებული აქვთ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.