LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტია თუ არავის უნდა, ესე იგი მზად არ ვართ პატიებისთვის: იაგო ხვიჩია

ყველას ყურადღების გამახვილებას ვურჩევდი. ამნისტია თუ არავის არ უნდა, ცხადია, არ უნდა გაკეთდეს. ე.ი. მზად არ ვართ ერთმანეთის პატიებისთვის, – აცხადებს  დეპუტატი იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას საფრთხე არ უნდა შეექმნას და ეს წითელი ხაზია.

„წითელი ხაზია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას საფრთხე არ შეექმნას, თუ ოპოზიცია ერთხელ რაღაცას ჩაშლის და ამაზე ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსი არ იქნება, შეთანხმების სხვა პუნქტზე შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ” იგივე გააკეთოს და მათ ამისი მცდელობა ჰქონდათ.

ამ თვალსაზრისით, ყველას ყურადღების გამახვილებას ვურჩევდი. ამნისტია თუ არავის არ უნდა, ცხადია, არ უნდა გაკეთდეს. ე.ი. მზად არ ვართ ერთმანეთის პატიებისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ პირველ არხთან საუბრისას.