LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პრეზიდენტმა ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი;

2. საქართველოს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ყოფილი უფროსი ავთანდილ დვალიშვილი;

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი როინ კაშმაძე;

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი უფროსი სპეციალისტი რაჟდენ კოპალიანი;

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ლომიძე;

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე თამარ როსტიაშვილი;

7. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა;

8. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ფაღავა;

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბექა ძამაშვილი;

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან მესხორაძე.