“საბოლოოდ, თუ ამას ხატოვნად ვიტყვით, გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია.”-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.
არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს პროექტი და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები: გიორგი გახარია
“საბოლოოდ, თუ ამას ხატოვნად ვიტყვით, გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია. ახლა უნდა ჩააჩოჩოს ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ და აი, ამის ირგვლივ იქნება ბრძოლა. თუ თეორიულად ივანიშვილის კოალიციას წარმოვიდგენთ, ეს არის მედლის მეორე მხარე. ძალიან მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვათ გახარიას, ხომ რომ ხელისუფლების ფორმირების საკითხი დგებოდეს და მისი 5 თუ 3 პროცენტი გადამწყვეტი იყოს, ვისთან ერთად შექმნის კოალიციას, ოპოზიციასთან თუ ივანიშვილთან ერთად? მგონია, რომ პასუხი ძალიან მარტივი და გასაგებია”,- განაცხადა გოცირიძემ.
