ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელოებიდან განკვეთა.
ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, იღუმენი დანიელი განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს.
ბრძანება სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს, 30 მაისს, ქადაგების დროს გამოაცხადა.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, რაც გამოვლინდა ასევე სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და გადმობარების მიზნით შექმნილი კომისიისადმი მიზანმიმართული და უხეში წინააღმდეგობის სახით განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე”. – განაცხადა ეპისკოპოსმა სტეფანემ.
