LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

გუმათში აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ.

სამართალდამცველები კი მათ მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე პილიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც იყო.

„ არ გვეძლევა სახლებში წასვლის უფლება. რას ვაზიანებთ იმით, რომ ამ ბარიკადის მეორე მხარეს გადავიდეთ. განმარტოს პოლიციამ, შსს-მ, რას ვაზიანებთ იმით, რომ გადავდივართ ბარიკად მეორე მხარეს. გვაჩვენონ ოფიციალური დებულება, ბრძანება, გვაინეტრესებს, რა უწერიათ, რას ეხმაურება ეს ბარიკადი, რომელიც დგას უკვე არაერთი კვირაა“,-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.