“საქართველოს არ სჭირდება დიდი ჰესები და ეს არის ჩემი მყარი პოზიცია”- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
სააკაშვილი განმარტავს, თუ რატომ ემხრობოდა წლების წინ “ნამახვანჰესის” მშენებლობას და რა შეიცვალა ახლა.
“ამ ხანებში მესმის ჩემს ციტატებს ატრიალებენ, თითქოს სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, მაგრამ არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს, რიონს გააქრობდა, მილებში მოაქცევდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს პროექტი გახარიას ხელმოწერით.
10-15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, არის ორი სხვადასხვა რეალობა.
უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს. ყველაფერი გაიაფდა და შეიცვალა. ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია… ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა.
ჩვენს დროს აფხაზეთში ენგურის მხოლოდ 1/3 გადიოდა, ახლა გადის 2/3, შემთხვევით ვინმეს ხომ არ აქვს იქ ბიტკოინების ქარხნები და უფასო დენს ხო არ გამოიმუშავებს თავისი “აფერისტული” ბიტკოინებისთვის?”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
