LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ ყურადღება და მეტი სიფრთხილე, რათა დაბნეულობის და გაფანტული ყურადღების ფონზე არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ  გარშემომყოფებთან კამათს და საქმის გარჩევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და სპორტული ინვენტარის შესაძენად, გადაუდებელი საქმის შესასრულებლად და ვალის გასასტუმრებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და კაპიტალის დაბანდება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ლობიოთი, ბარდით, სოკოთი და ნიგვზით. მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავის ზონას და სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი,  ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.