LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობა გაიზარდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობა დაზუსტდა.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, კომიტეტის წევრების რჩევები გაითვალისწინეს და საბჭოს შემადგენლობას სტუდენტები დაამატეს.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის, თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, საბჭოში შემავალი ორგანიზაციების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების აღიარებას ითვალისწინებს.