LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა ორი ჟურნალისტი

აზერბაიჯანში, ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, გარდაცვლილებს შორის ორი ჟურნალისტია.

აზერბაიჯანული მედიის AzTV-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და მედიასაშუალება Azertag-ის კორესპონდენტი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის აზერბაიჯანის ტელევიზიის დირექტორი, ავტობუსის მძღოლი და ორი მოქალაქე. ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.