LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოია 80 წლისაა, რისკჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა. არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი“

თამარ იაკობაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს შესანიშნავი მეგრული კერძებით სავსე სუფრას და წერს, რომ მეზობელი ბებია, რომელიც 80 წლისაა, ასე მასა და მის ძმას, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ხშირად უმასპინძლდება.

„დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩემს ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. სახლში მარტო მე და ის ვართ. კარის მეზობელი გვყავს, 80 წლის ქალი. როცა კარგი ამინდია, კარები სულ ღია აქვს ხოლმე და მთელი დღეა მესმის, როგორ გადის და გამოდის ოთახში, ჭურჭელს ახმაურებს და შემწვარი ქათმის სუნია ისეთი, შეიძლება მეზობელ კორპუსებშიც გრძნობენ. ამ ქალმა ჩვენთვის გაამზადა თავისი საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ, დააკაკუნა და კართან დაგვიტოვა. ოთახიდან ბოდიში მომიხადა, ვერ გაქცევთ სათანადო ყურადღებასო. 80 წლისაა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა. არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი. ❤ ჩემი ძმა რამდენიმე დღეში დაასრულებს გვიანობამდე ძილს, ჯოკერის და სხვა ათასგვარი თამაშის ვირტუალურად თამაშს, აგრამ, ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე, თან მაშინ, როცა თავადაც რისკის ქვეშ ხარ“.