LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება მდიდრული ვილა მიწისქვეშა ფარეხით, სადაც მოხვედრა მხოლოდ საიდუმლო გვირაბითაა შესაძლებელი

ქსელში მდიდრული ვილის Windermere–ს კადრები გავრცელდა. ლოკაცია კერძო კუნძულზე ულამაზესი ტბის სიახლოვესაა განთავსებული. 5 საძინებლის გარდა რეზიდენცია მოიცავს ასევე საიდუმლო ავტოფარეხს, რომელიც 8 ავტომობილზეა გათვლილი და იქვეა პირადი ავტოსამრეცხაოც. ვილის ყოფილმა მფლობელმა ციხეში 4 წელი გაატარა, რის გამოც უნიკალური პროექტის მშენებლობა დროებით გაყინული იყო.

Windermere-ს მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, თუმცა სულ რაღაც 3 წლის შემდეგ მისი მფლობელი გადასახადების დაფარვის გამო დააპატიმრეს და სამუშაოებიც გაჩერდა. 20 წლის შემდეგ კი როგორც იქნა რეზიდენცია დასრულდა. მდიდრული პროექტი, რომელიც კუნძულზეა განთავსებული 1296 კვ/მ–ის ფართობის ვილას მოიცავს და იქ მოხვედრა ერთადერთი ვიწრო ხიდითაა შესაძლებელი.

ოთხსართულიანი სახლი 5 საძინებელს, 9 სააბაზანოს, პირად კინოთეატრს და საუნას, ასევე ლიფტს და რამდენიმე დასასვენებელ სივრცეს აერთიანებს. რეზიდენციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მიწისქეშა ავტოფარეხი და ავტოსამრეცხაო. საიდუმლო სივრცეში მოხვედრა მხოლოდ გვირაბითაა შესაძლებელი და ამ გვირაბის შესასვლელი სახლის ტერიტორიაზეა დამალული.

დაუდგენელი მიზეზების გამო ამჟამინდელმა მფლობელმა Windermere გასაყიდად გამოიტანა. უნიკალური პროექტის შეძენა 15 მილიონ დოლარადაა შესაძლებელი.