ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. წყვილი საზოგადოების წინაშე ერთად, 17 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ჩახუტებული „ბენიფერი“ დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს.
რომანტიკული ვახშმის შემდეგ 48 წლის ბენ აფლეკი ლოპესის სახლთან დააფიქსირეს. ის თეთრ კადილაკში იჯდა. შეყვარებული ბენი პაპარაცებს თბილად უღიმოდა.
პარალელურად აღნიშნული მოვლენებისა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის განცხადებით, ჯეი ლო და ბენი მომავალს ერთად გეგმავენ, ასე რომ, შესაძლოა მალე 2002 წელს ჩაშლილი ქორწილი საბოლოოდ შედგეს.



