LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძის აქამდე უცნობი ვიდეო და შვილიშვილის ემოციური პოსტი:”პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ… ვიცი, იქ შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მას­ხა­რა­ობ”

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ კახი კავ­სა­ძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

ცნო­ბი­ლია, რომ კა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და შვი­ლიშ­ვილ­თან, ირინ­კა კავ­სა­ძეს­თან.

ბაბუის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ირინ­კამ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და კახისთან გადაღებული ფოტოც დაურთო.

„კახო 86. პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ და აი, ასე და­ამ­თხვიე 40. ძა­ლი­ან დიდი სი­ჩუ­მე და სი­ცა­რი­ე­ლე და­ტო­ვე, მაგ­რამ ვიცი რომ იქ შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მას­ხა­რა­ობ იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ თე­ატ­რში. უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მაკ­ლი­ხარ ბა­ბუშ­კო“ – წერს ირინ­კა.

 

კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი 27 აპრილს გარდაიცვალა.

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.