LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ინფორმაცია დაუმალეს გიორგი გახარიას “ქართულ ოცნებაში”

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ, ნიკა მელიას დაკავების პერიოდში, შეთქმულება იგეგმებოდა. ამის შესახებ კიევიდან მიღებული ინფორმაცია კი პარტიის წევრებმა მაშინდელ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. მიზეზი, კობახიძის თქმით იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია.

“ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.”

“ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით” – აცხადებს ირაკლი კობახიძე, მისი თქმით ოპონენტებს ჰქონდათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

“მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა.” – აცხადებს კობახიძე